ასოციაცია საქართველოს საზოგადოებამ მიიღო პირველი გრანტი ამერიკული ორგანიზაცია მშვიდობის კორპუსისგან. მიღებული გრანტის მეშვეობით მოეწყობა ლიდერობის უნარ-ჩვევების გამომუშავების ერთ კვირიანი საზაფხულო ბანაკი ყვარლის რნ. სოფ. გავაზში. ამ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 30 სკოლის მოსწავლე ბიჭი, 15-18 წლამდე, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეირჩევიან კითხვარების მეშვეობით. ბანაკი ჩატარდება აგვისტოს 16-დან-23-მდე. სემინარებს წაიკითხავენ ლიდერობის უნარ-ჩვევების შესახებ, ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაშვილი და მოწვეული სპეციალისტები. ასევე ჩაუტარდებათ მონაწილეებს სემინარები პროექტის წერის უნარ-ჩვევების შესახებ. ბანაკის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს მოეთხოვება დაწეროს სოციალური პროექტი, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მათ თემს გააჩნია. პროექტში აქტიურად იქნება ჩართული აგრეთვე სპორტული თამაშები და კულტურული ღონისძიებები. საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, რომლებიც გაესაუბრებიან მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების და ლიდერობის შესახებ. ამ პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები აქტიურად დაიწყებენ სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც არის ამ პროექტის ძირითადი მიზანი.
Similar Posts
ასოციაცია საქართველოს საზოგადოებამ 3 პროექტი დააფინანსა
Bygiotigerასოციაცია საქართველოს საზოგადოება აქტიურად აგრძელებს თავის მრავალფეროვან საქმიანობას და საქართველოს მაშტაბით ხელს უწყობს სხვადასსხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. გაცნობებთ,…
პრეზენტაცია გავაზში
კვირას, 9 მაისს გაიმართა ასოციაცია საქართველოს საზოგადოების პრეზენტაცია სოფელ გავაზში, რომელსაც ესწრებოდნენ სოფელში მცხოვრები ყველა თაობის ადამიანი და…
სასწავლო-სამუშაო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში
სტუდენტების, სოციალური მეწარმეების და ახლაგაზრდა ფერმერების სასწავლო-სამუშაო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასოციაცია საქართველოს საზოგადოების „სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი“…
სოციალურ ანტეპრენუერთა ცენტრი (Center for Social Entrepreneurship)
სოციალურ ანტეპრენუერთა ცენტრი ამ ცენტრის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია ინოვაციური იდეები და პროექტები, რომლებიც ხელს…
ჩაის საერთაშორისო დღე, საქართველო, 2024
2024, წლის, 21 მაისს, „ასოციაცია საქართველოს საზოგადოების“ პრეზიდენტის და „ქართულ-ჩინური ჩაის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი გიორგაშვილის ორგანიზებით, საქართველოში, თბილისში,…
ქართულ-ჩინური ჩაის ცენტრი ჩინეთის დღეზე ( Georgian-Chinese Tea Center at China Day)
On October 11, 2015, the Georgian-Chinese Tea Center participated in the China Day Exhibition. There were presented…

