1. ლიდერობის უნარ-ჩვევების საზაფხულო ბანაკი

ასოციაცია საქართველოს საზოგადოებამ  მიიღო პირველი გრანტი ამერიკული ორგანიზაცია მშვიდობის კორპუსისგან. მიღებული  გრანტის მეშვეობით მოეწყობა ლიდერობის უნარ-ჩვევების გამომუშავების ერთ კვირიანი საზაფხულო ბანაკი ყვარლის რნ. სოფ. გავაზში. ამ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 30 სკოლის მოსწავლე ბიჭი, 15-18 წლამდე, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეირჩევიან კითხვარების მეშვეობით. ბანაკი ჩატარდება აგვისტოს 16-დან-23-მდე. სემინარებს წაიკითხავენ  ლიდერობის უნარ-ჩვევების შესახებ, ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაშვილი და მოწვეული სპეციალისტები. ასევე ჩაუტარდებათ მონაწილეებს სემინარები პროექტის წერის უნარ-ჩვევების შესახებ. ბანაკის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს მოეთხოვება დაწეროს სოციალური პროექტი, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მათ თემს გააჩნია.  პროექტში აქტიურად იქნება ჩართული აგრეთვე სპორტული თამაშები და კულტურული ღონისძიებები. საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, რომლებიც გაესაუბრებიან მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების და ლიდერობის შესახებ.  ამ პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები აქტიურად დაიწყებენ სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც არის ამ პროექტის  ძირითადი მიზანი.

2.ლარიანი სახალხო საბანკო ანგარიში

1 ლარიანი სახალხო საბნკო  ანგარიში ითვალისწინებს შემდეგს: თითოეული ოჯახი თვეში ერთხელ იხდის 1 ლარს, ომელიც ირიცხება  მათთვის განკუთვნილ პირად ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში მათ ამ თანხის გატანა შეუძლიათ განსაზღვრული დროით უპროცენტოთ, რომელიც შეუძლიათ შემდგომში დააბრუნონ განსაზღვრულ დროში ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ. ეს საშუალებას მისცემს ხალხს ბანკისგან პროცენტიანი სესხის აღება არ მოუხდეს და სარგებლოს მათთვის სპეციალურად შექმნილი ერთლარიანი სახალხო საბანკო ანგარიშით.როგორ უნდა მოხდეს ამის
განხორცილება? ის ოჯახი, რომელიც სურვილს გამოთქვამს იყოს ამ პროექტის მონაწილე ხელს მოაწერს სპეციალურად შექმნილ ხელშეკრულებაზე. ამ პროექტში მონაწილე ოჯახები აირჩევენ ხუთ წარმომადგენელს, რომლებიც გააკონტროლებენ ამ ანგარიშს და გასცემენ თანხას აუცილებლობის შემთხვევაში. ერთი ლარის შეგროვება შეიძლება მოხდეს როგორც ერთიანად ყოველი თვის ბოლოს, ისე თითოეულ ოჯახს შეუძლია მისი გადასახდელი თანხა შეიტანოს მითითებულ საბანკო ანგარიშზე. აქედან შეგროვებული თანხის გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც
მონაწილეობენ ამ პროექტში და იხდიან საწევრო გადასახადს. ის ოჯახები, რომლებიც გვიან შეუერთდებიან ამ პროექტს უნდა გადაიხადონ ის თანხა, რაც სხვა ოჯახებმა უკვე გადაიხადეს ანგარიშის გახსნის დღიდან. ასევე თქვენს მიერ
შეტანილ თანხას ერიცხება პროცენტები და 1 ლარიანი საბანკო ანგარიში დღითიდღე იზრდება..