პროექტის ხელმძღვანელი (გიორგი გიორგაშვილი"

2010 წლის 15 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით “ასოციაცია საქართველოს საზოგადებამ” განახორციელა პროექტი “ ლიდერთა საზაფხულო სკოლა” ყვარლის რაიონ სოფ. გავაზში. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მა სკოლის მოსწავლემ 14-18 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. აღნიშნული პროექტი დააფინანსა “მშვიდობის კორპუსმა” საქართველოში.  პროექტი ითვალისწინებდა 6 დღიან სალექციო კურსს ლიდერთა უნარჩვევების; ჯანსაღი ცხოვრების წესის; გენდერული თანასწორბის; ადამიანის უფლებების დაცვის და პროექტის წერის უნარჩვევების შესახებ; სკოლის მონაწილეებს უტარდებოდათ სხვადასხვა სახალისო სავარჯიშოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები განახლებულ ნეკრესსა და გრემში, აგრეთვე მოეწყო ლაშქრობა ალაზანზე. სალექციო კურსის პარალელურად ბავშვები აქტიურად იყვნენ დაკავებულნი სპორტული თამაშებით, როგორიცაა ფეხბურთი,  ამერიუკული ფეხბურთი, ფრისბი, წყალბურთი, ფრენბურთი, ბამბიქტონი, ცურვა. ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში ლიდერთა საზაფხულო სკოლის მონაწილეების მიერ.

პროექტის ბოლო დღეს მოეწყო პიკნიკი, სადაც მოხდა ბავშვების დაჯიდლოვება სერთიფიკატებით ასოციაცია საქართველოს საზოგადოების და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლების მიერ. თითოეულმა სკოლის მონაწილემ 15 სექტემბრამდე უნდა დაწეროს სოციალური პროექტი, საიდანაც  3 საუკეთესო პროექტს დააფინანსებს ასოციაცია საქართველოს საზოგადოება, რომელსაც თვითონ სკოლის მონაწილეები განახორციელებენ ჩვენი დახმარებით და ხელშეწყობით. აღნიშნული პროექტი წარმატებული გამოდგა მოსწავლეებისთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის, ამიტომ ვაპირებთ ეს პროექტი გავაგრძელოთ და გავაფართოვოთ. ასოციაცია საქართველოს საზოგადოება დიდ მადლობას უხდის მშვიდობის კორპუსს და ყველას, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.

Similar Posts