ასოციაცია საქართველოს საზოგადოებამ მიიღო პირველი გრანტი ამერიკული ორგანიზაცია მშვიდობის კორპუსისგან. მიღებული გრანტის მეშვეობით მოეწყობა ლიდერობის უნარ-ჩვევების გამომუშავების ერთ კვირიანი საზაფხულო ბანაკი ყვარლის რნ. სოფ. გავაზში. ამ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 30 სკოლის მოსწავლე ბიჭი, 15-18 წლამდე, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეირჩევიან კითხვარების მეშვეობით. ბანაკი ჩატარდება აგვისტოს 16-დან-23-მდე. სემინარებს წაიკითხავენ ლიდერობის უნარ-ჩვევების შესახებ, ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაშვილი და მოწვეული სპეციალისტები. ასევე ჩაუტარდებათ მონაწილეებს სემინარები პროექტის წერის უნარ-ჩვევების შესახებ. ბანაკის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს მოეთხოვება დაწეროს სოციალური პროექტი, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მათ თემს გააჩნია. პროექტში აქტიურად იქნება ჩართული აგრეთვე სპორტული თამაშები და კულტურული ღონისძიებები. საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, რომლებიც გაესაუბრებიან მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების და ლიდერობის შესახებ. ამ პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები აქტიურად დაიწყებენ სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც არის ამ პროექტის ძირითადი მიზანი.
Similar Posts
ველო მსვლელობა, ‘მშვიდობის წრე ილიას ტბაზე’
2022 წლის 20 აგვისტო, შაბათი, 15:00-18:00 საათი ქ. ყვარელი, ილიას ტბა „ასოციაცია საქართველოს საზოგადოებ“-ის სახელით მაქვს პატივი, მოგიწვიოთველო…
ჩაის საერთაშორისო დღე 2023
ჩაის საერთაშორისო დღე 2023/ International Tea Day 2023 „ასოციაცია საქართველოს საზოგადოების“ და „ქართულ-ჩინური ჩაის ცენტრის“ სახელით, მაქვს პატივი,…
სოციალური ანტეპრენუერები ( Social Entrepreneurs)
რა არის სოციალური ანტეპრენუერობა და ვინ არიან ისინი ? What is Social Entrepreneurship and who are they? სიტყვა…
სასწავლო-სამუშაო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში
სტუდენტების, სოციალური მეწარმეების და ახლაგაზრდა ფერმერების სასწავლო-სამუშაო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასოციაცია საქართველოს საზოგადოების „სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი“…
საერთაშორისო სოციალურ-კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ერთი სარტყელი, ერთი გზა – International Social-Cultural-Educational Center for the BRI” (Belt and Road Initiative, Silk Road)
2024 წლის, 22 დეკემბერს, ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში, ძანგძოუს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ასოციაცია საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტმა – გიორგი…
პრეზენტაცია გავაზში
კვირას, 9 მაისს გაიმართა ასოციაცია საქართველოს საზოგადოების პრეზენტაცია სოფელ გავაზში, რომელსაც ესწრებოდნენ სოფელში მცხოვრები ყველა თაობის ადამიანი და…

