კვირას, 9 მაისს გაიმართა ასოციაცია საქართველოს საზოგადოების პრეზენტაცია სოფელ გავაზში, რომელსაც ესწრებოდნენ სოფელში მცხოვრები ყველა თაობის ადამიანი და მოწვეული სტუმრები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები: ქალაქ ლაგოდეხის ,,სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” და სოფელ ლელიანის ორგანიზაცია ,,ლელი” ს წარმომადგენლები.
ასოციაცია საქათველოს საზოგადოება არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 7 აპრილს დაფუძნდა სოფელ გავაზში გიორგი გიორგაშვილის, დავით რაჯებაშვილის, ზვიად ნესოშვილის, გელა კანდელაკისა და ანა გიორგაშვილის მიერ. —- ასოციაციას უკვე ჰყავს 40ზე მეტი სრულუფლებიანი წევრი.
![პრეზენტაცია](https://www.ags.ge/wp-content/uploads/2010/05/pezentaciaze-300x237.jpg)
![საუბარი](https://www.ags.ge/wp-content/uploads/2010/05/IMG_0751-300x225.jpg)
![დამსწრე საზოგადოება](https://www.ags.ge/wp-content/uploads/2010/05/IMG_0755-300x225.jpg)
![პრეზენტაცია](https://www.ags.ge/wp-content/uploads/2010/05/IMG_0757-300x225.jpg)