2022 წლის 20 აგვისტო, შაბათი, 15:00-18:00 საათი

ქ. ყვარელი, ილიას ტბა

„ასოციაცია საქართველოს საზოგადოებ“-ის სახელით მაქვს პატივი, მოგიწვიოთ
ველო მსვლელობაზე, რომელიც ჩატარდება 20 აგვისტოს, ქ. ყვარელში, ილიას ტბაზე სახელწოდებით „მშვიდობის წრე ილიას ტბაზე“ , რომელიც ეძღვნება მშვიდობას უკრაინაში, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში.
ველო მსვლელობაზე, საჩვენებლად წარმოდგენილი იქნება, უკრაინული (ხარკოვის) წარმოების ვინტაჟური, უნიკალური, სპორტული და ტრეკის ველოსიპედების კოლექცია და ასევე ევროპული წარმოების რამდენიმე ველოსიპედი.
ღონისძიება ტარდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია საქართველოს საზოგადოების“ ორგანიზებით ყვარელის მერიის პატრონაჟით და კომპანია GGSTAR.GE პარტნიორობით.
დასწრება და მონაწილეობა არის უფასო. ნებისმიერი მონაწილე, რომელიც მობრძანდება თავისი ველოსიპედით, ყველა მონაწილესთან ერთად, ერთიანი მსვლელობით 1 სიმბოლურ წრეს დაარტყავს ილიას ტბას, ხოლო ის მონაწილეები, რომლებიც იქნებიან ველოსიპედების გარეშე, ფეხით შემოუვლიან ტბას.
ღონისძიება ეძღვნება მშვიდობას, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ტურიზმის პოპულარიზაციას.

მისამართი: ქალაქი ყვარელი, ილიას ტბა
ველო მსვლელობისთვის რეგისტრაცია დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო მსვლელობა 16:00 საათზე. ღონისძიება დასრულდება 18:00 საათზე.

ღრმა პატივისცემით,
„ასოციაცია საქართველოს საზოგადოებ“-ის პრეზიდენტი
გიორგი გიორგაშვილი
მობ: 595 59 08 49
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.ags.ge

Similar Posts