არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
”ასოციაცია საქართველოს საზოგადოება”

წ ე ს დ ე ბ ა
მიღებულია “ასოციაცია საქართველოს საზოგადოების” წევრთა
(დამფუძნებელთა) მიერ
7 აპრილი 2010წელი
1. ზოგადი დებულებები
1.“ ასოციაცია საქართველოს საზოგადოება” (შემდგომში _ ასოციაცია) არის
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი,
რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს
კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან
გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის
ფარგლებს გარეთ.
2. ასოციაციას გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება,
საანგარიშსწორებო საბანკო ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ
ვალუტაში საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ემბლემა, ბეჭედი და
იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
3. ასოციაცია უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები,
დადოს ხელშეკრულებები, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად
დააფუძნოს ფილიალები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ,
ფლობდეს, ისარგებლოს და განკარგოს მისი აქტივები საქართველოს
კანონმდებლობისა და ასოციაციის მიზნების შესაბამისად, იყოს მოსარჩელე და
მოპასუხე არბიტრაჟში, სასამართლოში.
4. ასოციაციას შეუძლია ჰქონდეს პირდაპირი ადგილობრივი და
საერთაშორისო კონტაქტები სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან,
მონაწილეობდეს იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომლებიც არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და სახელმწიფოს
საერთაშორისო ვალდებულებებს. საკუთარ ვალდებულებებზე ასოციაცია პასუხს
აგებს მთელი თავისი ქონებით.
5. ასოციაციას გააჩნია საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდი www.ags.ge . მისი
მეშვეობით ხორციელდება ასოციაციის პროექტების შესახებ
საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ვებ-გვერდის მეშვეობით
ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.
6. ასოციაციის სრული დასახელებაა:
ქართულად: ასოციაცია საქართველოს საზოგადოება
ინგლისურად: Association Georgia Society
ასოციაციის მოკლე დასახელებაა: AGS
7. ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ყვარლის რნ. სოფ.
გავაზის მუნიციპალიტეტის (ადმინისტრაციული) შენობის 2-ე სართული,
საფოსტო ინდექსი 4805
8.. ასოციაცია იქმნება განუსაზღვრელი ვადით
2. დამფუძნებლები
გიორგი გიორგაშვილი
დავით რაჯებაშვილი
ზვიადი ნესოშვილი
ანა გიორგაშვილი
გელა კანდელაკი
3. ასოციაციის მიზნები
1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა;
2. სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
3. დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრება;
4. საზოგადოებისათვის განათლების მიცემა ან/და ამაღლება სამართლის,
ეკონომიკის, ბუნების დაცვის, ადამიანის უფლებებისა და სხვა სფეროებში;
5. რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვა ;
6. ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა;
7. კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვა
და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
8. სხვადასხვა დონის არჩევნების (ადგილობრივი თვითმმართველობის
/მმართველობის, საპარლამენტო,
საპრეზიდენტო) სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარების ხელშეწყობა და
მონიტორინგის წარმოება;
9. ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა;
10. ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა;
11. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა და სოფლის
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
12. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის უფასო კონსულტაციების გაწევა
და დახმარების აღმოჩენა.
13. კორუფციის აღმოფხვრის ხელშეწყობა;
14. მედიის თავისუფლების მხარდაჭერა;
15. ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობა;
16. ჯარისკაცების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვა;
17. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა;
18. კვალიფიციური სამუშაო ძალისა და განათლების დონის ამაღლება და
შენარჩუნება;
19. სახელმწიფოს და საზოგადოების ჰარმონიული განვითარება, ქვეყანაში
სოციალური პარტნიორობის ძლიერი მოდელის დამკვიდრება;
20. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მათი ეფექტურობის
ამაღლების ხელშეწყობისათვის;
21. ბავშვების, ახალგაზრდობის, სტუდენტების საზოგადოებრივ ცხოვრებაში
აქტიური ჩაბმის, თავისუფალი დროის
რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა;
22. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და დამკვიდრება;
23. ახალგაზრდობაში ინფორმაციული ვაკუუმის შევსება, დამოუკიდებელი
საინფორმაციო საშუალებების
ჩამოყალიბება;
24. ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების შესწავლა, მათი გადაჭრის
გზების ძიება, ახალგაზრდობის აქტიური ჩაბმა კონკრეტული პრობლემების
გადაწყვეტაში;
4. ასოციაციის საქმიანობის ფორმები
წესდებაში მოცემული მიზნების მისაღწევად ასოციაცია:
1. ატარებს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, პრეზენტაციებს,
ფესტივალებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის აქციებს;
2. ორგანიზებას უკეთებს და წარმართავს საზოგადოებრივი ინტერესების
დაცვის კამპანიებს სტუდენტ ახალგაზრდობის
აქტიური მონაწილეობით;
3. თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან,
სახელისუფლებო სტრუქტურებთან,
საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან;
4. მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციათა პროგრამებსა და
კონკურსებში, გამოდის
პროგრამებისა და კონკურსების ინიციატორად;
5. ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას.
6. ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სამეცნიერო,
მთარგმნელობით, საგამომცემლო და კვლევით საქმიანობას;
7. აარსებს ბეჭდვით და ელექტრონულ მედიასაშუალებებს;
8. ადგენს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და ქმნის რეგიონალურ ქსელს
9. ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს;
10. ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის
მისი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხასიათს.
ამგვარი საქმიანობით მიღებული შემოსავალი ხმარდება მხოლოდ ასოციაციის
მიზნების განხორციელებას;
11. ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს
კანონმდებლობით.
5. ასოციაციის წევრობა
1. ასოციაციას აქვს წევრობის ორი ფორმა:
1.1.სრულუფლებიანი წევრი
1.2.საპატიო წევრი
2. ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი,
რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს.
3. ასოციაციის საპატიო წევრად შეიძლება მიღებულ იქნას ნებისმიერი პირი,
რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ასოციაციის მიზნების
განხორციელებაში, აქტიურად თანამშრომლობს ასოციაციასთან, ან რაიმე სხვა
ფორმით ემსახურება ასოციაციის მიზნების განხორციელებას. ასოციაციის
საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის სრულუფლებიანი წევრისათვის ამ
წესდებით დადგენილი ულება-მოვალეობანი.
4. ასოციაციის სრულუფლებიან წევრად მიღება ხდება ასოციაციის გამგეობის
მიერ, მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე;
5. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების მიღების შემდეგ
არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა;
6. ასოციაციის სრულუფლებიან წევრს უფლებამოსილება უწყდება საკუთარი
განცხადების საფუძველზე ან გამგეობის გადაწყვეტილებით.
7. ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას
ასოციაციიდან შემდეგ შემთხვევებში:
7.1 თუ მისი საქმიანობა ეწინაამღდეგება ასოციაციის მიზნებს ან ლახავს მის
ღირსებას.
7.2. ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ გადაუხდია საწევრო გადასახადი.
7.3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა ქმედუუნაროდ.
7.4 დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
7.5 მუდმივ საცხოვრებლად მიდის საზღვარგარეთ.
7.6. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავს ჯეროვნად შეასრულოს
მასზე დაკისრებული მოვალეობები.
7.7 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში;
7.8. გარდაცვალებისას.
6. ასოციაციის სრულუფლებიან წევრთა უფლება-მოვალეობანი
1. სრულუფლებიანი წევრი უფლებამოსილია:
1.1. მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;
1.2. აირჩიოს და არჩეულ იქნას ასოციაციის მმართველ ორგანოებში;
1.3. მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამებში ;
1.4. მიიღოს ინფორმაცია ასოციაციისა და მისი მმართველობითი ორგანოების
საქმიანობის შესახებ;
1.5. თავისი სურვილით გავიდეს ასოციაციის წევრობიდან;
2. სრულუფლებიანი წევრი ვალდებულია:
1.1. დაიცვას ასოციაციის წესდება და მმართველი ორგანოების მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები;
1.2.მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;
1.3.დაიცვას ასოციაციის ღირსება, კონფიდენციალური ინფორმაცია და
ქონება;
1.4. გადაიხადოს საწევრო შესატანი, რომელიც შეადგენს 3 ლარს ყოველთვიურად.
7. ასოციაციის წევრთა საერთო კრება
1. ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც
მოიწვევა გამგეობის მიერ და ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
2. საერთო კრების დღის წესრიგს ამტკიცებს გამგეობა.
3. საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
კრების მონაწილეთა რაოდენობასა და შერჩევის წესს ამტკიცებს გამგეობა.
ყველა წევრს აქვს ერთი ხმა.
4. ასოციაციის წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა
ეცნობოს წერილობით, ორი კვირით ადრე მაინც. შეტყობინებაში
აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წევრთა საერთო კრების დღის
წესრიგი. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს წერილით, ფაქსით ან ელფოსტით.
5. ასოციაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ
მაშინ, თუ საკითხი საერთო კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.
6. საერთო კრების მონაწილეებს შეუძლიათ გამგეობას მიმართონ თხოვნით
დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ.
7. საერთო კრება:
7.1 დამსწრეთა 2/3-ის და გამგეობის თანხმობით იღებს ასოციაციის წესდებას ან
შეაქვს მასში ცვლილებები;
7.2 განსაზღვრავს ასოციაციის მიზნებსა და საქმინაობის მიმართულებებს;
7.3 ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს გამგეობის წევრებს.
7.4 დამსწრეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წესდებაში
ცვლილებების შეტანის შესახებ;
7.5 დამსწრეთა 4/5-ით და გამგეობის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ;
7.6 ამ წესდებით თუ სხვა რამე არ არის გათვალისწინებული, საერთო კრება
გადაწყვეეტილებებს ღებულობს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
8. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:
8.1 გამგეობის ინიციატივით;
8.2 თავმჯდომარის ინიციატივით;
8.3 ასოციაციის წევრთა 1/5 წერილობითი მოთხოვნით, ამ მოთხოვნის
წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
8. ასოციაციის გამგეობა
1. “ასოციაცია საქართველოს საზოგადოების“ გამგეობა არის ხელმძღვანელი
ორგანო, რომელიც წარმართავს ასოციაციის საქმიანობას.
2. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოს გამგეობის წევრთა რაოდენობას
განსაზღვრავს და ირჩევს წევრთა (დამფუძნებელთა) საერთო კრება 2 წლის
ვადით;
3. “ასოციაცია საქართველოს საზოგადოების” გამგეობის წევრები არიან:
3.1. გიორგი გიორგაშვილი
3.2. დავით რაჯებაშვილი
3.3. ზვიადი ნესოშვილი
3.4. ანა გიორგაშვილი
3.5. გელა კანდელაკი
4. გამგეობის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც;
5. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
5.1 ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით;
5.2 გამგეობის წევრთა 1/3 მოთხოვნით ;
5.3 საერთო კრების 1/2 ზე მეტის მოთხოვნით ;
4. გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა
ნახევარზე მეტი;
5. გამგეობა უზრუნველყოფს საერთო კრების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების განხორციელებას. (აღსრულებას)
6. ასოციაციის თავმჯდომარის არაქმედითუნარიანობის შემთხვევაში გამგეობა,
თავისი შემადგენლობიდან ახალ დირექტორს ირჩევს;
7. გამგეობა:
7.1 თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით ირჩევს
ასოციაციის თავმჯდომარეს;
7.2 იწვევს და ატარებს საერთო კრებას;
7.3 კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად მიღებისა და გარიცხვის
საკითხებს;
7.4 საერთო კრებას წარუდგენს წესდებაში ცვლილებებისა და
დამატებების პროექტს;
7.5. საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის
საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
7.6. ადგენს ასოციაციის თანამშრომლების სახელფასო განაკვეთს;
7.7. თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის
ორგანიზაციულ სტრუქტურას;
7.8. ადგენს ასოციაციის საწევრო შესატანის ოდენობას.
7.9. იღებს გადაწყვეტილებებს რეგიონალური ქსელის _ ასოციაციის
ფილიალების შექმნისა და გაუქმების შესახებ. ამტკიცებს მათ
დებულებებსა და ხელმძღვანელებს;
7.10. ამ წესდებით თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული გამგეობა
გადაწყვეეტილებებს ღებულობს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
9. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის “ასოციაცია
საქართველოს საზოგადოების“ ხელმძვანელობასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირია ასოციაციის თავმჯდომარე. თავმჯდომარე
ხელმძღვანელობს ასოციაციას შიდაორგანიზაციულ სფეროში და ასრულებს
დაკისრებულ მოვალეობას ასოციაციის წესდების შესაბამისად.
2. წარმოადგენს ასოციაციას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო
ურთიერთობებში.
3. ასოციაციის თავმჯდომარეს, თავისი წევრებისგან 2 წლის ვადით ირჩევს
გამგეობა;
4. ასოციაციის თავმჯდომარეა გიორგი გიორგაშვილი , რომელიც ასევე არის ასოციაციის
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. წარმოადგენს ასოციაციას მესამე
პირებთან და საბანკო ურთიერთობებში.
5. ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს
გამგეობის ყოველ წევრს. ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება
არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.
6. თამვჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი
ერთ-ერთი მოადგილე.
7. ასოციაციის თავმჯდომარე:
7.1. ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;
7.2. წარმოადგენს ასოციაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში ;
7.3. ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა
მატერიალური ქონების მართვას ;
7.4. ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს ;
7.5. გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ორგანიზაციულ
სტრუქტურას ;
7.6. ასოციაციის მიზნების მისაღწევად ასრულებს და წყვეტს სხვა
საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და
გამგეობის კომპეტენციას;
8. ასოციაციის ეფექტური მართვის მიზნით ასოციაციის თავმჯდომარე
უფლებამოსილია დანიშნოს ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე /ან
მოადგილეები/, პროექტის ხელმძღვანელები და კორდინატორები;
9. ასოციაციის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას
ასრულებს ერთერთი მოადგილე. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის
შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს
ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე;
10. ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს
წევრთა 3/4-ის თანხმობით წყვეტს გამგეობა. ასეთ შემთხვევაში ასოციაციის
თავმჯდომარის მოვალეობას, დროებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ერთი
თვის ვადაში კი გამგეობა ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი ვადით.
10. მრჩეველთა საბჭო
1. მრჩეველთა საბჭო ასოციაციის მიზნების და ამოცანების ხელშეწყობას
ახორციელებს.
2. მრჩეველთა საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომელშიც შედიან
როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სამართლის დარგისა და სხვა პროფესიის
თვალსაჩინო
წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე
პირები.
3. მრჩეველთა საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ის პირიც, რომელიც არ არის
ასოციაციის წევრი.
4. მრჩეველთა საბჭოს წევრებს ირჩევს ასოციაციის გამგეობა.
11. ასოციაციის ქონება
1. ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა
შემოწირულობების, გრანტებისა და ასევე კანონით აუკრძალავი სხვა
საქმიანობისაგან, რომლებიც შეესაბამება ამ წესდებას. ასოციაციის ქონება
შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მის საწესდებო მიზნებს.
2. ასოციაციის გამგეობის წევრები პირადად არ აგებენ პასუხს ასოციაციის
ვალდებულებებზე.
12. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა
1. ასოციაციის რეორგანიზაცია (შეერთება ან გაყოფა) ხორციელდება გამგეობის
ან საერთო კრების წევრთა 3/4-ის გადაწყვეტილებით;
2. ასოციაციის ლიკვიდაცია ხორციელდება გამგეობის ან საერთო კრების
წევრთა 4/5-ის გადაწყვეტილებით შემდეგ შემთხვევებში:
2.1 მიზნის მიღწევის შემთხვევაში;
2.2 გაკოტრების ან საერთო რეგისტრაციის გაუქმებისას;
2.3 სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2.4 კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა ან კანონით დადგენილი წესით
დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ, როგორც გამგეობის
წევრები.
4. ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები.

გადმოწერეთ PDF ფორმატი
წესდება