ასოციაციის მიზნები

1.  ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა;
2.  სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
3.  დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრება;
4.  საზოგადოებისათვის განათლების მიცემა ან/და ამაღლება სამართლის, ეკონომიკის, ბუნების დაცვის, ადამიანის უფლებებისა და სხვა სფეროებში;
5.  რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვა ;
6. ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა;
7. კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
8. სხვადასხვა დონის არჩევნების (ადგილობრივი თვითმმართველობის /მმართველობის, საპარლამენტო,
საპრეზიდენტო) სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარების ხელშეწყობა და მონიტორინგის წარმოება;
9. ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა;
10. ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა;
11. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა და სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
12. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის უფასო კონსულტაციების გაწევა და დახმარების აღმოჩენა.
13. კორუფციის აღმოფხვრის ხელშეწყობა;
14. მედიის თავისუფლების მხარდაჭერა;
15. ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობა;
16. ჯარისკაცების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვა;
17. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა;
18.  კვალიფიციური სამუშაო ძალისა და განათლების დონის ამაღლება და შენარჩუნება;
19.  სახელმწიფოს და საზოგადოების ჰარმონიული განვითარება, ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის ძლიერი მოდელის დამკვიდრება;
20.  სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მათი ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობისათვის; 
21. ბავშვების, ახალგაზრდობის, სტუდენტების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩაბმის, თავისუფალი დროის
რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა;
22. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და დამკვიდრება;
23. ახალგაზრდობაში ინფორმაციული ვაკუუმის შევსება, დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების
ჩამოყალიბება;
24. ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების შესწავლა, მათი გადაჭრის გზების ძიება, ახალგაზრდობის აქტიური ჩაბმა კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაში;