ასოციაციის მიერ დაფინანსებული  3 პროექტი წარმატებით დასრულდა

ასოციაცია საქართველოს საზოგადოება აქტიურად აგრძელებს თავის მრავალფეროვან საქმიანობას და საქართველოს მასშტაბით ხელს უწყობს სხვადასსხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.  ასოციაციამ მშვიდობის კორპუსთან პარტნიორობით დააფინანსა 3 პროექტი საქართელოს მასშტაბით. პირველი პროექტი ითვალისწინებდა ქვემო ქართლის რეგიონის სოფ. სართიჭალის I საჯარო სკოლის სპორტული მოედნის კეთილმოწყობას, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ამ პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო ახალგაზრდობის ჯანსაღ ცხოვრებას. სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი  სპორტულ თამაშებში და მიჰყვებიან ჯანსაღი ცხოვრების  წესით ცხოვრებას. მეორე  გამარჯვებული დაფინსებული პროექტია ყვარლის რაიონ სოფ. გავაზის ცენტრის კეთილმოწყობა, ნაგვისურნების დამონტაჟება და სუფთა გარემოს შექმნა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომელიც ასევე წარმატებით დასრულდა.  ასოციაცია საქართველოს საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას. მესამე დაფინანსებული პროექტი არის შიდა ტურნირის ჩატარება ფეხბურთში ქ. რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში. ამ პროექტების განხორციელება  მოხდა მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ და ისინი აგრძელებენ ჯანსაღი წესით ცხოვრებას.   ახალგაზრდობა მომავალი თაობაა, რომელთაც დიდი ძალა გააჩნიათ და ბევრი კარგის გაკეთება შეუძლიათ. ამიტომ ჩვენი ასოციაცია გვერდზე უდგას ახალგაზრდობას და ხელს უწყობს მათ განვითარებას. თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ერთიანი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

გიორგი გიორგაშვილი

ფოტოები:

პროექტი სართიჭალაში:

გავაზის პროექტი:

პროექტი რუსთავი:

.

Similar Posts