მთავარი » სიახლეები » სოციალური ანტეპრენუერები ( Social Entrepreneurs)

სოციალური ანტეპრენუერები ( Social Entrepreneurs)

Social Entrepreneurship by Giorgi Giorgashvili გიორგი გიორგაშვილირა არის სოციალური ანტეპრენუერობა და ვინ არიან ისინი ? What is Social Entrepreneurship and who are they?

სიტყვა “Entrepreneur” , “ანტეპრენუერი” წარმოსდგება ფრანგული სიტყვა “Entrepren”-საგან,
რომელიც ნიშნავს ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას, ბიზნესის მფლობელს და მენეჯერს. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენებთ „სოციალურ ანტეპრენუერს“. შეგნებულად არ ვიყენებ სოციალურ მეწარმეს, რომელსაც ქართულად თარგმნიან და ეს ტერმინი ჩვენთან უკვე რამდენიმე წელია დამკვიდრდა.
სოციალური ანტეპრენუერები არიან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ საზოგადოებაში, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზები. ისინი არიან მიზანდასახულები, კრეატიულები, ინოვატორები, მომავლის განმჭვრეტნი და მუდმივად ცდილობენ გამოავლინონ სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები დიდი ცვლილებებისათვის.
ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი პასუხიმგებლობები და საზოგადოების მოთხოვნილებები, საჭიროებები, პრობლემების გადაჭრა მოსთხოვონ მთავრობას და ბიზნესს სექტორს, ისინი თვითონ არკვევენ , თუ რა პრობლემები, მოთხოვნიელებები არსებობს საზოგადოებაში, რა არ მუშაობს კარგად და ჭრიან არსებულ პრობლემებს სისტემის შეცვლით, ახლის მშენებლობით და ამით მთლიანი საზოგადოება მიჰყავთ სრულიად ახალი და განსხვავებული მიმართულებით.
სოციალურ ანტრეპრენუერებს გააჩნიათ თავიაანთი იდეები და ხედვები. ისინი მთელ სიცოცხლეს უძღვნიან თავიაანთი ჩანაფიქრების განხორციელებას და ამბობენ ახალ სიტყვას შესაბამის სფეროში და ქვეყნის განვითარებაში. ისინი არიან ვიჟენერები, ოპტიმისტები და ამავე დროს რეალისტები. მათ კარგად იციან არსებული პრობლემების შესახებ, აცნობიერებენ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ თავიაანთი იდეების რეალიზებას, მაინც ახერხებენ. სოციალური ანტეპრენუერები არასდროს ან ნებდებიან. მათთვის არ არსებობს მარცხი და წარუმატებლობა.
სოციალური ანტეპრენუერები სახავენ მკაფიო, მარტივად გასაგებ მიზნებს, მიაქვთ ის საზოგადოების თითოეულ წევრამდე, ახერხებენ მათ მოტივაციას და ჩართვას სოციალური პროექტების განხორციელებაში. ისინი აღწევენ შედეგს და აჩვენებენ ყველას, თუ როგორ შეიძლება საქმის კეთება და მოსახლეობის გვერდში თანადგომა.
21-ე საუკუნე არის სოციალური ანტეპრენუერების. ქვეყნის ეკონომიკის დიდი წილი სწორედ მათზე მოდის . თავის მხრივ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გარკვეული სტრატეგია, მიდგომები, საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი, რომელიც წაახალისებს სოციალურ ანტეპრენეურებს და მათთან ერთად ითანამშრომლებს.
სახელმწიფოს, თუ უნდა წარმატებას მიაღწიოს, განვითარდეს ეკონომიკურად, შექმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ორინეტირებული იქნება თანამონაწილეობაზე, თანადგომაზე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაზე აუცილებელია სკოლებში და უნივერსიტეტებში შემოვიღოთ ახალი საგანი „ სოციალური ანტეპრენუერობა“, რომელიც მოსწავლეებს, სტუდენტებს და ახალგაზრდებს ასწავლის, თუ როგორ იაზროვნონ თავისუფლად, მოახდინონ თავიაანთი ინოვაციური იდეების რეალიზება და ისწავლონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. აუცილებელია შეიცვალოს განათლებაში არსებული და ჩამოყალიბებული სწავლების დოგმატური მიდგომები. ჩვენ წარმატებული ერი და სახელმწიფო მხოლოდ მაშინ გავხდებით, როცა ჩავდგებით 21-ე საუკუნის ფერხულში.
ძლიერი სახელმწიფოს და საზოგადოების ჩამოყალიბება, შექმნა დამოკიდებულია ძლიერ ეკონომიკაზე. ძლიერი ეკონომიკის შექმნა კი განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოების წევრებზე. და ამ ყველაფერში სოციალურ ანტეპრენეურებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ. აუცილებელია, საქართველოს ყველა თემში, სოფელში, რაიონში და ქალაქში შეიქმნას სოციალურ ანტეპრენუერთა ცენტრები. ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე შექმნა ერთი ასეთი ცენტრი და კიდევ ვაპირებთ სხვა ცენტრების გახსნას.

პატივისცემით,
ასოციაცია საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი
გიორგი გიორგაშვილი
.

ამ სიახლის შესახებ
ავტორი on Sep 29th, 2015 and filed under სიახლეები. თქვენ შეგიძიათ მიჰყვეთ ნებისმიერ ინფორმაციას RSS 2.0. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ პასუხი კომენტარის საშუალებით.

პასუხი