როგორც  მოგეხსენებათ  ტყეებს  პლანეტის  ფილტვებს  ეძახიან.  ბოლო  ასწლეული  შეიძლება  ჩაითვალოს  მსოფლიო  ეკოლოგიური  კატასტროფების  პიკად.  ამ  თვალსაზრისით  განსაკუთრებით  მძიმე  მდგომარეოობაა  პოსტსაბჭოთა  სივრცის  ქვეყნებში.
აღნიშნულ  პრობლემას  ვერც  საქართველომ  აუარა  გვერდი.  განსაკუთრებით  90-იან  წლებში  შექმნილმა  მძიმე  ეკონომიკურ-სოციალურმა  კრიზისმა  თავისი  დაღი  დაასვა  საქართველოს  ბუნებას.  თუ  გავითვალისწინებთ  იმას,  რომ  რელიეფური  თავისებურებიდან  გამომდინარე,  საქართველოში  არ  არსებობს  სამრეწველო  დანიშნულების  ტყეები,  უმოწყალო  ჩეხვამ  ხელი  შეუწყო  მთელ  რიგ  სტიქიურ  უბედურებებს, გახშირდა წყალმოვარდნები,  ღვარცოფები,  მეწყერები,  თოვლის  ზვავები. ამასთანავე  არ   შეიძლება  არ  აიღნიშნოს,  რომ  გადაშენების  პირზე  მივიდა  ბევრი  რელიქტური  თუ  იშვიათი  ჯიშის  მცენარე (ძელქვა, უთხოვარი, ჭალის  მუხა  და  სხვა).    ეს  კი  მიგვანიშნებს  იმაზე,  რომ  წარმოიშვა  საზოგადოებისა  და  ბუნების  ურთიერთზემოქმედების  პროცესებში  ხელოვნური  ჩარევის  აუცილებლობა,  რომლითაც  შესაძლებელი  გახდება  სტიქიის  მიერ  მიყენებული  ზარალის  და  კატასტროფების  შერბილება  ან  ზოგიერთ  შემთხვევაში  თავიდან  აცილებაც  კი.
თამამად  შეიძლება  ითქვას,  რომ  უკანასკნელ  წლებში  საქართველოში მომხდარმა  სტიქიურმა  კატასტროფებმა  გამოააშკარავა  ნაკლოვანებები,  რომელიც  თან  ახლდა  სტიქიისაგან  დაცვის  თანამედროვე  ღონისძიებების  განხორციელებას.  პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობების  უმეტესობა  ჩადებულია თვით  ბუნებაში,  მაგრამ  მათი  შეცნობა  და  გამოყენება  დამოკიდებულია  მეცნიერების  სხვადასხვა  დარგის  და  პრაქტიკოსთა  წარმომადგენლების  ცოდნაზე,  კვალიფიკაციაზე და  მათ  ურთიერთ თანამშრომლობაზე.
ჩვენს  მიერ  წარმოდგენილი  წინადადება  ეხება  მდინარეთა  კალაპოტების  და  ხევების  ადგილობრივი  მასალებით  მოწყობა-გამაგრებას.  იმ  შემთხვევაში  თუ  გამოყენებული  იქნება  ძირითადად  ადგილობრივი  ბუნებრივი  მასალა.  ღონისძიებების  ეფექტურობა  მიღებული  იქნება  ექპლუატაციაში  შესვლისთანავე,  მაგრამ  ჩვენი  მიზანი  არა  დროებით  დაცვა  მდინარის  კალაპოტისა  არამედ  მისი  საექსპლუატაციო  პერიოდის  გაზრდა  და  მაქსიმალური  ეფექტიანობის  მიღწევაა.  აუცილებელი  ღონისძიებები  ითვალისწინებს  მდინარის  კალაპოტის  დამცავ  კონსტრუქციაზე  მცენარეთა  გაშენებას,  რომელის  ფესვთა  სისტემა  ხელს  შეუწყობს  ფერდობის  ზედაპირის  გამაგრებას  და  განხორციელებული  ღონისძიებების  საექპლუატაციო  პერიოდის  გაზრდას.
ადგილის მიკრო  კლიმატური პირობების  გათვალისწინებით  და  იმის  მიხედვით  თუ  რომელი  სტიქიური  მოვლენის  საფრთხის  წინაშე  დგას  დასაცავი  ობიექტი,  დასარგავად  უნდა  შეირჩეს  საჭირო  ნერგთა  ჯიშები.     გამაგრების  ღონისძიებაში  გატყიანების  დადებითი  თვისებების  ჩადებით  იზრდება  ღონისძიების,  როგორც  საექსპლუატაციო  პერიოდი,  ისე  მისი  ეფექტურობა. მაგალითად, მეწყერული  უბნებისათვის  გამოსადეგია:  თეთრი აკაცია,   ტირიფი,  ნესტიან  ადგილებში  კი  კვრინჩხი,  ლაფანი, ჭალის  მუხა, თხმელა  და  ა.შ.  ამასთანავე  ასეთ  ობიექტებზე  შესაძლებელია  გაშენდეს  მარადმწვანე  წიწოვანი  მცენარეები  და   ბუჩქები.

ზემოთ  აღნიშნული  სტიქიური  მოვლენების  ნებისმიერი  ზემოქმედების  წინააღმდეგ  გასატარებელ  ღონისძიებებში  გამოყენებული  იქნება,  გატყიანებისათვის  საჭირო  მცენარეთა  სხვადასხვა  ჯიშები,  რითაც  საიმედოდ  და  ეფექტურად  იქნება  დაცული,  როგორც  ადგილობრივი  მოსახლეობის  უსაფრთხოება,  ისე  გზებზე  ტრანსპორტის  გადაადგილების  უსაფრთხოება.  ამრიგად  მოხდება  ობიექტის  დაცვა,  როგორც  სტიქიური  მოვლენებისგან,  ისე  ტერიტორიის  გატყიანება  და  იმ მცენარეთა  ჯიშების  გამრავლება,  რომლებიც  გადაშენების  პირასაა.
სწორედ  ზემოთ  აღნიშნულმა  პრობლემებმა  განაპირობა  2005  წელს  შ.პ.ს.  ,,ეკომარის”  დაარსება.  ორგანიზაცია  მდებარეობს  თელავის  მუნიციპალიტეტის   სოფელ  ნაფარეულში.  ორგანიზაციას  აქვს  საკუთარი  სანერგე  მეურნეობა   და მისი  საქმიანობის  სფეროს  შეადგენს მწვანე  მშენებლობა,  ტყეების  რეაბილიტაცია,  ქარსაცავი,  ნაპირ-სამაგრი  და  მეწყერსაწინააღმდეგო  ზოლების  მშენებლობა,  ასევე  სხვა  ეკოლოგიური  მიმართულების  საქმიანობები.
სანერგე  მეურნეობაში  ხორციელდება  დეკორატიული  თუ  ტყის  ჯიშების,  ფოთლოვანი  თუ  წიწვოვანი,  მარადმწვანე  თუ  კენკროვანი  მცენარეების  ნერგების  გამოყვანა  სხვადასხვა  მეთოდებით,  თესვით,  კალმით,  მყნობით  და  სხვა.  ამჟამად  ორგანიზაციას  გააჩნია  სხვადასხვა  დასახელების,  სხვადასხვა  ასაკის  მილიონზე  მეტი  ნერგი.
შ.პ.ს.  ,,ეკომარი”  აქტიურ  მონაწილეობას  იღებდა  ჭიაურის  ტყის  რეაბილიტაციაში,  ბიპის  ნავთობსადენის  მშენებლობის  დროს  დაზიანებული  ტყის  აღდგენაში,  შირაქის  ველის  გაუდაბნოების  წინააღმდეგ  ჩატარებულ  აქციაში.  ასევე  ორგანიზაცია  ეწევა  საქველმოქმედო  საქმიანობას,  აწვდის  ნერგებს  უპატრონო  ბავშვთა  სახლებს,  მწვანეთა  პარტიას,  მონაწილეობს  გორის  ახალი  დასახლების  გამწვანებაში.
სანერგე მცენარეების  სერიოზულ  რაოდენობას  ფლობს.  თავისი  მასშტაბებით  თავისუფლად  შეიძლება  ჩაითვალოს  კავკასიის  რეგიონის  ერთ  ერთ  წამყვან  მეურნეობად.   ამჟამად  ორგანიზაციას  შეუძლია  დააკმაყოფილოს,  როგორც  ადგილობრივი,  ასევე  უცხოური  შეკვეთები.   მეურნეობას  პრობლემები  აქვს  პროდუქციის  რეალიზებასთან  დაკავშირებით,  რამაც  შეიძლება  სანერგეს  შემდგომ  განვითარებას  ხელი  შეუშალოს  და  დააკნინოს.  შემოსავლების  სიმცირე  ხელს  უშლის  მეურნეობის  განვითარებას.
გთხოვთ  თქვენი  შესაძლებლობების  ფარგლებში  გაგვიწიოთ  დახმარება,  რათა   სხვადასხვა  დაინტერესებული  ფონდებისთვის  თუ  ორგანიზაციებისთვის   ცნობილი  გახდეს   ჩვენი  სანერგის  შესახებ,   და  ერთად  გადავარჩინოთ  ეს  უნიკალური  მეურნეობა. დამატებითი ინორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ასოციაცია საქართველოს საზოგადოება
პრეზიდენტი
გიორგი გიორგაშვილი
[email protected]

 

 

As you know the forests are deemed as the lungs of the planet. The last century may be considered as the peak of the worldwide ecocatastrophes. From this point of view especially poor conditions are represented in the post-Soviet countries.

Georgia was not beyond this problem as well. Particularly heavy economical-social crisis emerging in the 90s had a serious impact on the nature of Georgia. If we take into consideration the fact that industrial forests do not exist in Georgia due to relief peculiarities, ruthless tree felling contributed to the range of natural disasters: frequency of flowages, mudflows, landslides, snow avalanches has been increased. At the same time it should be mentioned that many of relic or rear species of plants came to the edge of extinction (zelkova, common yew etc). This indicates to the fact of necessity of man-made interference in the processes of interaction of society and nature that makes possible mitigation of harm and catastrophes called by the natural disaster, or even their avoidance in some cases.

It may be said with confidence that natural disasters occurred in Georgia over the last years have revealed disadvantages accompanied with the implementation of contemporary activities of protection against the natural disasters. The most possibilities of problem solving lay down in the nature itself, but their comprehension and utilization depend on the knowledge and qualification of representatives and experts of different fields of sciences as well as their cooperation.

The proposal offered from our side is related to the arrangement and consolidation of river beds and ravines by local materials. In case local natural materials are used, generally the effectiveness of activities will have results immediately after entering into operation; our aim is not a temporary protection of river bed, but extension of its life cycle and attainment of maximum effectiveness. The required activities envisage growing of plants on the river bed structure, the root system of which will provide consolidation of slope surface and extension of life cycle of activities implemented.

Taking into account of the micro-climate conditions of the location and also based on the kind of natural disaster presenting the danger to the site to be protected, the required species of trees shall be selected for planting. By putting positive features of forestation into the consolidation activities the life cycle and the effectiveness of these activities is to be increased. For example: for landslide areas the following species of trees are effective: robinia,  willow, and for humid areas – blackthorn, wing nut, Q. longipеs, alder etc. Moreover the evergreen coniferous trees and bushes may be planted.

Different species of plants required for forestation will be used in the activities to be taken against any influence of above-mentioned natural disasters  that will insure reliable and effective protection for safety of local population and traffic. Thus, protection of site against natural disasters, as well as its forestation and growing of plants being under extinction, will be ensured..

Definitely, the abovementioned problems became the reason for establishment of Ecomari Ltd in 2005. The company is located in Telavi Municipality village of Napareuli. The company has its own sapling economy and its field of activity includes landscape planning, forests rehabilitation, arrangement of windbreak, bank-protection and anti-landslide belts, as well as other activities related to ecology.

In our nursery we are carrying out growing of saplings of decorative and forest, hardwood and coniferous, evergreen and berry plant species by means of different methods: sowing, cutting grafting, engrafting etc. At present the company has more than million different saplings of different age.

Ecomari Ltd. actively participated in rehabilitation process of Chianuri forest, rehabilitation of forest damaged during construction of BP oil pipeline, actions conducted against desertification of Shiraki valley. In addition, the company is conducting charitable activities: provides orphan houses, Greens Party with samplings, participates in landscape gardening of new settlement of Gori.

The company has the large number of sapling plants. It may be considered as one of the leading economy in Caucasus region. At present the company may implement both local and foreign orders. The company has problems regarding sales of products that may impede further development of the sapling economy. The shortage of incomes makes obstacles for the economy development.

We would like to ask you to provide assistance within your capabilities to inform different interested foundations and organizations about our nursery and save this unique economy with the joint means.

 

Contact us :

Association Georgia Society

President

Giorgi Giorgashvili

[email protected].

Similar Posts