მთავარი » აქტივობები » ბიზნეს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი

ბიზნეს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი

ასოციაცია საქართველოს საზოგადოებამ 2010 წლის 12 დეკემბერს ჩამოაყალიბა “ბიზნეს დავების ალტერნტაიული გადაწყვეტის  ცენტრი” საქართველოში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება და შეძლებისდაგვარად გადაუწყვეტს იურიდიულ დავებს სასამრთლოს გარეშე. დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი სთავაზობს ნებისმიერ მოქალაქეს სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს. ესენია: მოლაპარაკება, მედიაცია (შუამავლობა), რომელიც სულ ახალი ინსტიტუტია და ახლა იწყებს დამკვიდრებას საქართველოში. ამ ინსტიტუტის დანერგვა ძალიან აუცილებელი და საჭიროა, რადგანაც ხელს შეუწყოფს მოდავე მხარეებს შორის დავის სწრაფად, მარტივად და დაბალ ფასად გადაწყვეტას და ასევე განტვირთავს გადატვირთულ სასამართლოებს.  ეს ცენტრი უწევს, უწევდა და კვლავ გაუწევს ნებისმიერ მსურველს უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ნებისმიერ დარგში. ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობენ ინგლისელი და ამერიკელი იურისტები, რომელთა ცოდნას, რჩევებს, გამოცდილებას,  ჩვენ ვიღებთ და ვითვალისწინებთ.  თქვენს საქმეებს, დავებს განიხილავენ, როგორც გამოცდილი, პრაქტიკოსი იურისტები, აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტის მე-3-4 კურსის წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ახლა იწყებენ პრაქტიკულ საქმიანიობას და მათი რჩევების გათვალისწინებაც აუცილებელია ჩვენთვის.  ასოციაცია ყოველთვის ცდილობს, რომ ქართველ ხალხს შესთავაზოს ისეთი მომსახურება, პროდუქტი და მოახდინოს ისეთი ინსტიტუტების იმპლემენტაცია, რომელიც მათ გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ახალი მომსახურების და ისნტიტუტების იმპლემენტაციისათვის ასოციაცია გეგმავს კონფერენციების და სემინარ-ტრენინგების ჩატარებას საქართველოს მასშტაბით.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგვეხმაურონ და აქტიურად ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან და საინტერესო საქმიანობაში. ცენტრმა უკვე დაიწყო რამდენიმე დავის განხილვა.

გიორგი გიორგაშვილი

გვერდი:  ბიზნეს დავების ალტერნატიური გადაწყვეტის ცენტრი.

ამ სიახლის შესახებ
ავტორი on Dec 12th, 2010 and filed under აქტივობები. თქვენ შეგიძიათ მიჰყვეთ ნებისმიერ ინფორმაციას RSS 2.0. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ პასუხი კომენტარის საშუალებით.

პასუხი