ასოციაცია საქართველოს საზოგადოება აქტიურად აგრძელებს თავის მრავალფეროვან საქმიანობას და საქართველოს მაშტაბით ხელს უწყობს სხვადასსხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. გაცნობებთ, რომ ასოციაციამ მშვიდობის კორპუსთან პარტნიორობით დააფინანსა 3 პროექტი საქართელოს მაშტაბით. პირველი პროექტი ითვალისწინებს ქვემო ქართლის რეგიონის სოფ. სართიჭალის I საჯარო სკოლის სპორტული მოედნის კეთილმოწყობას. ამ პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყობა ახალგაზრდობის ჯანსაღ ცხოვრებას. სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სპორტულ თამაშებში და მიჰყვებიან ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას. მეორე  გამაჯვებული დაფინსებული პროექტია ყვარლის რაიონ სოფ. გავაზის ცენტრის კეთილმოწყობა, ნაგვისურნების დამონტაჟება და სუფთა გარემოს შექმნა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ასოციაცია საქართველოს საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას. მესამე დაფინანსებული პროექტი არის შიდა ტურნირის ჩატარება ფეხბურთში ქ. რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში. ამ პროექტის განხორციელებით მოხდება ამ სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართვა სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ყველა ამ პროექტის განხორციელება მოხდება უშუალოდ მოსწავლე ახალგაზრდების მიერ.   ახალგაზრდობა მომავალი თაობაა, რომელთაც დიდი ძალა გააჩნიათ და ბევრი კარგის გაკეთება შეუძლიათ. ამიტომ ჩვენი ასოციაცია გვერდზე უდგას ახალგაზრდობას და ხელს უწყობს მათ განვითარებას. თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ერთიანი და ძლიერი საოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.  ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ და ერთად შევქმნათ ასეთი საზოგადოება..

Similar Posts