ასოციაცია საქართველოს საზოგადოებამ  მიიღო პირველი გრანტი ამერიკული ორგანიზაცია მშვიდობის კორპუსისგან. მიღებული  გრანტის მეშვეობით მოეწყობა ლიდერობის უნარ-ჩვევების გამომუშავების ერთ კვირიანი საზაფხულო ბანაკი ყვარლის რნ. სოფ. გავაზში. ამ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 30 სკოლის მოსწავლე ბიჭი, 15-18 წლამდე, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეირჩევიან კითხვარების მეშვეობით. ბანაკი ჩატარდება აგვისტოს 16-დან-23-მდე. სემინარებს წაიკითხავენ  ლიდერობის უნარ-ჩვევების შესახებ, ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაშვილი და მოწვეული სპეციალისტები. ასევე ჩაუტარდებათ მონაწილეებს სემინარები პროექტის წერის უნარ-ჩვევების შესახებ. ბანაკის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს მოეთხოვება დაწეროს სოციალური პროექტი, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მათ თემს გააჩნია.  პროექტში აქტიურად იქნება ჩართული აგრეთვე სპორტული თამაშები და კულტურული ღონისძიებები. საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, რომლებიც გაესაუბრებიან მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების და ლიდერობის შესახებ.  ამ პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები აქტიურად დაიწყებენ სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც არის ამ პროექტის  ძირითადი მიზანი.

Similar Posts