1.“ ასოციაცია საქართველოს საზოგადოება” (შემდგომში _ ასოციაცია) არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად.  ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2.  ასოციაციას გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო საბანკო ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის  სხვა რეკვიზიტები.
3.  ასოციაცია უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად დააფუძნოს ფილიალები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ფლობდეს, ისარგებლოს და განკარგოს მისი აქტივები საქართველოს კანონმდებლობისა და ასოციაციის მიზნების შესაბამისად, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე არბიტრაჟში, სასამართლოში.
4.  ასოციაციას შეუძლია ჰქონდეს პირდაპირი ადგილობრივი და საერთაშორისო კონტაქტები სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან, მონაწილეობდეს იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს. საკუთარ ვალდებულებებზე ასოციაცია პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
5. ასოციაციას გააჩნია საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდი www.ags.ge მისი მეშვეობით ხორციელდება ასოციაციის პროექტების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. Aასევე, ვებ-გვერდის მეშვეობით ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.

6.  ასოციაციის სრული დასახელებაა:
ქართულად: ასოციაცია საქართველოს საზოგადოება
ინგლისურად: Association Georgia Society
ასოციაციის მოკლე დასახელებაა: AGS
7.  ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო
8.. ასოციაცია იქმნება განუსაზღვრელი ვადით

2. დამფუძნებლები

გიორგი გიორგაშვილი _ (დაბ. 22.12.1986წ. ქ.ყვარელში, მცხ. Yყვარლის რნ. სოფ. გავაზი, პირადი # 45001005984, პ/მოწ. #ბ 0308597 გაც. 27.01.2003წ შს ყვარლის რაი განყოფილების მიერ)
დავით რაჯებაშვილი _ ( დაბ. 01.01.1977წ. ქ.ყვარელში, მცხ. ყვარლის რნ. სოფ. გავაზი, პირადი # 45001000443, პ/მოწ #ა 0508015 გაც. 26.03.2004წ. შს ყვარლის რაი განყოფილების მიერ)
ზვიადი ნესოშვილი _ ( დაბ. 09.02.1989წ. ქ.თბილისში, მის. ხონი პ. ბაგრატიონის ქუჩა, კორპ. 2 ბინა 46, პირადი # 55001021632, პ/მოწ #ბ 1060999 გაც. 18.09.2007წ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახურის მიერ)
ანა გიორგაშვილი _ (დაბ. 06.11.1985წ. ქ.თბილისში, მცხოვრები ყვარლის რნ. სოფ. გავაზი, Pპირადი #45001006192, პ/მოწ. #ბ 0308725, გაც. 08.07.2003წ შს ყვარლის რაი განყოფილებს მიერ.
გელა კანდელაკი – ( დაბ.10.08.1987წ. ქ.ყვარელში, მცხ. ყვარლის რნ. სოფ. კუჭატანი, პირადი # 45001006953 პ/მოწ. #ბ 0308934 გაც. 22.12.2003წ შს. ყვარლის რაი განყოფილების მიერ..

Similar Posts